4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2024” გრანდიოზულად აღინიშნა

4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2024” გრანდიოზულად აღინიშნა

 

„გილოცავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარ დღესასწაულს, დღეს რომელსაც საფუძველი 32 წლის წინ – გარდაბნის ღვთისმშობლის ტაძრის კურთხევის დღეს ჩაეყარა.

დღეს, რომელიც გარდაბნის მრავალფეროვან კულტურას, სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიულ თანაცხოვრებას კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს.

გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.

 

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დრამერების მსვლელობა, საგამოფენო და საბავშვო სივრცეები, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ფოლკლორულმა ანსამბლმა “ბეთანიამ“ ტრადიციულად ,,მრავალჟამიერით“ გახსნა.

შეკრებილ საზოგადოებას გარდაბნობის სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ მიულოცა.

 

,,გარდაბნობის“ ფარგლებში ტრადიციულად დასახელდნენ 2024 წლის გარდაბნის საპატიო მოქალაქეები, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი შინჯიკაშვილმა, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატმა ზაურ დარგალმა გადასცეს.

 

ღონისძიება მუსიკალურად ჯგუფმა „ურსამ“ და ანარ ჯავადოვმა გააფორმეს, საღამო კი გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე DJ-მ დაასრულა.