ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 51 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

 

წყალდიდობა ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 13 დაღუპულის შესახებ.

 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.