თბილისში იუსტიციის სახლთან მომხდარ ავარიას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.