თურქეთში, მალათიაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 

ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.