რუსთავის ცენტრალურ პარკში კანოე-კაიაკის ფესტივალი
გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებულმა გოგონებმა და ვაჟებმა მიიღეს. თითოეულ მათგანს 200 მეტრიანი დისტანციის გაცურვა მოუწია.
ფესტივალი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.