რუსთავს კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავს, მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა.
მე-7 მიკრორაიონის N12-17 კორპუსებს შორის მოწყობილი ახალი სკვერი,
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.
ახალ შიდასაუბნო სკვერში, რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება- ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, რატი ჯიქიას სკულპტურა-,,ოჯახი” განთავსდა.
,,ოჯახი” რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი უკვე მესამე ქანდაკებაა, რომელმაც საკუთარი ადგილი რუსთავში უკვე დაიკავა.
ღონისძიებას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და რუსთაველი მოქანდაკეები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში, საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.