რუსთაველი მაყურებლის წინაშე ამჯერად ანსამბლ “ალავერდის” “ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა გუნდისა” და ანსამბლი “თამარისის” წევრები წარსდგნენ. მონაწილეებმა ქართული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.
ხვალინდელი საღამო კი რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლასა და ჯანსუღ კახიძის სახელობის რუსთავის N4 სამუსიკო სკოლას დაეთმობათ.
რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილია ასევე კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მერიის წინ, მთავარ მოედანზე სხვადასვა შემოქმედებითი ჯგუფების, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები რუსთავის მერიის ორგანიზებით 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.