ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩის, „მილანი“-„ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ნაპოლიმ“ გასვლაზე ლუკაკუსა და კვარაცხელიას გოლებით „მილანი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ათი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 25 ქულით იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.