თითქმის, 22 საათიანი უწყვეტი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა – ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სააპელაციო სასამართლო საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებს განიხილავდა. სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” 14 საქმე გააერთიანა.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.
ამის შემდეგ ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც აღნიშნული საქმის განხილვა თითქმის 22 საათი გაგრძელდა.