თითქმის 22 საათიანი უწყვეტი სასამართლოს შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

22 საათიანი უწყვეტი სასამართლო სხდომის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დასრულდა.

მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

საია-მ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია “ჩემი ხმის” 14 საქმე გააერთიანა.