ოპოზიციამ, 24 ნოემბერს 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და პარლამენტთან ღამისთევა დააანონსა

პროევროპული იპოზიციის გეგმა ცნობილია – 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს.

თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, – ამის შესახევ განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც ვაშაძემ თქვა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, პროდასავლური ოპოზიციის სახელით გაკეთებული განცხადებაა.