ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი – მა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
“დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი • Mtavari Arkhi ოპერატორი სერგი ბარამიძე
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა • Publika ჟურნალისტს მინდია გაბაძეს
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით”,-წერია განცხადებაში.