აუდიო დისკრიფცია უზრუნველყოფს ფილმების, ნახატების და სხვა მულტიმედიური შინაარსის ძირითადი ვიზუალური ელემენტების სიტყვიერ აღწერას უსინათლოებისთვის.
აუდიო დისკრიფცია მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის არის უნივერსალური ინსტრუმენტი სამყაროს აღსაქმელად, ასევე საშულებას აძლევს სრულფასოვნად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში.
2023-2024 წლებში ფონდ ,, HUMANDOK” -ისა და პოლონეთის რესპუბლიკის ინიციატივით საქართველოში ჩატარდა ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა შეისწავლე აუდიოვიზუალური პროდუქციისა და ვიზუალური ხელოვნების აუდიოაღწერა ,ასევე სახვითი ხელოვნების და საზოგადოებრივი სივრცის აუდიოაღწერა.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია,რომ პირველად საქართველოში,ქალაქ რუსთავში, TV4-ის სატელევიზიო სივრცეში გაიხსნა აუდიოდისკრიფციის სტუდია,რომელიც უზრუნველყოფს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის ფილმების,ნახატების და სივრცის აუდიო გახმოვანებას.
პროექტი მიზნად ისახავს აუდიოდისკრიფციის დანერგვას საქართველოში.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში და ხორციელდება ფონდ ჰუმანდოკ სამხრეთ კავკასიისა და მედია პოზიტივის მიერ.