როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათს

23 ნოემბერს, შაბათს  საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

meteo.gov.ge-ის თანახმად, რუსთავში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +7 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტესად  უნალექოდ,  აღმოსავლეთის  ქარი  10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ,  ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში +19, +24°; მთაში +15, +20°; მაღალმთაში +10,  +15°.

 

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში +13, +18°;  მთაში +10, +15°; მაღალმთაში +7, +12°.