გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
დედაქალაქში 15 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქვემო ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +16 გრადუსი დაფიქსირდება.