ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები სადგურის მოედნიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივიდნენ – მსვლელობა მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან 5 საათზე დაიწყო.
ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
აქციის ორგანიზატორი სამი მსხვილი გაერთიანებაა – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო”. ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები და აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” მიერ მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.