რუსთავში მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს წევრების ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა გაიმართა

რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს წევრების ნამუშევრების საშემოდგომო ჯგუფური გამოფენა გაიმართა.

სივრცეში წარმოდგენილია 40  რუსთაველი მხარტვრის სამოცდაათზე მეტი ნამუშევარი. მათ შორის ხუთი დებიუტანტი მხატვარია. 

მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს წევრების ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა ტრაფიციულად ყოველწლიურად იმართება.