საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს – ადგილზე კარვებს შლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ.
აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.