საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

„ევრობასკეტ 2025″-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 81:64 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 40:37 დათმო, საბოლოო ჯამში კი მატჩი 17 ქულიანი სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თამაშში 25 ქულა მოაგროვა, ახალმა ლეგიონერმა კამარ ბოულდუინმა კი 22.

 

მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.

 

საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტ 2025“-ის G ჯგუფში თამაშობს სერბეთთან, ფინეთსა და დანიასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ფინეთთან საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ საქართველომ ჯგუფში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩებს ეროვნული ნაკრები 2025 წლის თებერვალში დანიისა და სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.