ცესკოს თავმჯდომარე “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (#NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (#NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

“26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (#NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. 

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე,  საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე. 

 მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული,”- წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.