თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.