გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განსახორციელებლად მიღებას აცხადებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ იურიდიული პირების მიღებას მუნიციპალიტეტში „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განსახორციელებლად.

 

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2025 წლიდან მუნიციპალიტეტი ვალდებულია განახორციელოს „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა“, რომელიც მოიაზრებს პერსონალური ასისტირების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

 

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც, სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება.