“დაიტოვე“ კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებას და მსვლელობას აანონსებს

“დაიტოვე“ კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებას და მსვლელობას აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „დაიტოვეს“ გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

“კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით დაიტოვეს მსვლელობისთვის!

ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი,”- წერია განცხადებაში.