დიაბეტის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მერია შშმ ბავშვებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს

14 ნოემბერი, დიაბეტის მსოფლიო დღეა

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს მოუწოდებს ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი დიაბეტის დაავადების მქონე ბავშვებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.

 

დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.