დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.

“ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ,”-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მან დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის მიუხედავად, პუტინი ტრამპთან დარეკვას არ გეგმავს, რადგან მისი თქმით, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები”.