დღეს 15:00 საათზე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

დღეს, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს.

შეკრება ორ ლოკაციაზე, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან 15:00 საათიდან დაიწყება.

პროდასავლური ოპოზიცია  მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.