დღეს, 15 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან საზოგადოებრივი ჯგუფის, “დაიტოვეს” ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
“პროტესტი გრძელდება!
ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა.
ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე”. – ნათქვამია “დაიტოვეს” განცხადებაში.