,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ ფერადი მოგზაურობა მოზარდებისთვის  – რუსთავის თეატრმა მორიგი პრემიერა წარმოადგინა  

დღეს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულმა თეატრმა  მოზარდი მაყურებლისთვის სპექტაკლის  ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა წარმოადგინა.

 

ლუის კეროლის ცნობილი ფენტეზის მიხედვით სპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორმა მარიამ სიხარულიძემ დადგა. 

 

19 წლის ალისა კინგსლის ცხოვრება მისივე დაბადების დღეზე უეცრად და უცნაურად იცვლება. ალისა მიწისქვეშეთში მოგზაურობას იწყებს სადაც უცნაურ და უჩვეულო პერსონაჟებს ხვდება. 

 

რეჟისორი – მარიამ სიხარულიძე

მხატვარი – ვახო ქორიძე

ქორეოგრაფი – თიკო აბაკელია

მუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე

ტექნიკური რეჟისორი – ინა ხომასურიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებლები

წითელი დედოფალი – მაია გელიაშვილი

ქმარი – ნიკოლოზ გაგნიძე

თეთრი დედოფალი – ნათია მელაძე

თეთრი კურდღელი – ლაშაო გაბუნია

მექუდე – არჩილ მაკალათია

თაგვი ანდრია ვაჭრიძე

ალისა –  ალექსანდრა თელია

ბავშვები: დავით ბუაჩიძე,ნინი ყაველაშვილი, ბარბარე ჯაფარიძე, ანი ნებიერიძე, ლუკა ბარამიძე, დემეტრე ხუბულავა.