ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცს და 5000 პოლიციელს გაგზავნის

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნის, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ამ ეტაპზე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 2000 ჯარისკაცი, ათასობით მოხალისე, 2500 სამოქალაქო გვარდიის წევრი და 1800 პოლიციელია ჩართული.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში წყალდიდობას 205 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვალენსიაში 202 ადამიანი დაიღუპა, ორი – კასტილია ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი – ანდალუსიაში.