ესპანეთში, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია სახლები და დატბორილია ქუჩები.
სტიქიურ უბედურებას, ბოლო მონაცემებით, 211 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
მომდევნო რამდენიმე დღე, სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხუთი დღის წინ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ქვეყანას დიდი ზარალი და მსხვერპლი მოუტანა.
ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.