ესპანეთში სტიქიას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ესპანეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 200-ზე მეტია,  ათობით და ასობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ადგილზე ამ დრომდე გრძელდება ძებნა-შველის სამუშაოებიც.

ვალენსიის რეგიონში გასულ სამშაბათს, 8 საათის განმავლობაში უფრო მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ამ ტერიტორიაზე წლის განმავლობაშია დამახასიათებელი.

სტიქია უკვე შეფასებულია, როგორც ყველაზე მასშტაბური, წყალდიდობასთან დაკავშირებული კატასტროფა თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ექსტრემალური ამინდის პირობები კიდევ უფრო გახშირდება.