თბილისსა და რუსთავში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში,რუსთავსა და კიდევ რამდენიმე რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

შეგახსენებთ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო  მათ შორის რუსთავშიც ავტომატური სადგურების საშუალებით, აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს.