თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დემონსტრანტებმა ღამე გაათენეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან  დემონსტრანტებმა ღამე გაათენეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების ნაწილმა ღამე კარვებში გაათია.

ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპროტესტო აქცია ახლაც გრძელდება.

აქცია გუშინ 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.

გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა. თბილისის ცენტრალური ქუჩები უკვე 16 საათია, გადაკეტილია.