თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.