თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავარიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.