ირაკლი კობახიძე: „არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო“

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მერაბიშვილისა და გახარიას მინისტრობის პირობებში აქცია რამდენიმე გარდაცვალებითა და ადამიანებისთვის „თვალების დათხრით“ დასრულებოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო.

 

რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე.

 

მინდა მოვუწოდო პოლიციელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მან მოუწოდა პოლიციელებს, „გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან“: