კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა რეჟისორის, თეიმურაზ დვალის სპექტაკლის ,,ვახშამი ექვსისთვის“ პრემიერა გაიმართა

დღეს,  რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე, ახალგაზრდა რეჟისორის, თეიმურაზ დვალის სპექტაკლის ,,ვახშამი ექვსისთვის“ პრემიერა გაიმართა.

ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალი კომედიის თეატრალური ფესტივალის გასული წლის გამარჯვებულია. 

ისევე როგორც გასულ წლებში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი წელსაც გაიმართება.

“ვახშამი ექვსისთვის” კლასიკური ბულვარული კომედიაა. რომლის ავტორი მარკ კამოლეტი, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგულენოვანი პიესების ავტორი. 

პიესის სიუჟეტი კი ასე ვითარდება: თქვენ მიწვეული ხართ ვახშამზე, რომელსაც პარიზის მახლობლად, სააგარაკო სახლში გიმზადებენ, რომელიც ადრე ფერმა იყო და ახლა გემოვნებითაა გადაკეთებული, ამიტომ სახლიც, მასპინძლებიც და თავად ვახშამიც არაორდინალურია.