კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, რუსთავის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართა.
კონკურსში ორი რეჟისორი ევა გვრიტიშვილი და ტატო კუბლაშვილი იღებდა მონაწილეობას. კონკურსანტებმა კომედიური ჟანრის პიესებიდან ეტიუდები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ტატო კუბლაშვილი გასულ წელსაც მონაწილეობდა აღნიშნულ კონკურსში, თუმცა შარშან თეატრისა და კინოს სტუდენტმა თეიმურაზ დვალმა გაიმარჯვა.
ახალგაზრდა რეჟისორის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის, თეიმურაზ დვალის, სპექტაკლი ,,ვახშამი ექვსისთვის“ წლევანდელი ფესტივალის რეპერტუარში იყო შესული, რომლის პრემიერა რუსთავის თეატრში გუშინ შედგა.
კონკურსანტებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე 24 ნოემბერს გამოვლინდება.