მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს მარნეულის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე, კანონის დარღვევით, ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ამ ფაქტის გამო, უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა.
შსს-მ ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი, ეტიბარ ისკანდაროვი 31 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბების მუხლით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
.