ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

Screenshot

დღეიდან თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება.

ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნასთან, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, მოქალაქეები სწორედ დღევანდელ აქციაზე გაიგებენ ოპოზიციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც ახალი არჩევნების დასანიშნად კოორდინირებულ ბრძოლას გულისხმობს.

ქუჩის პროტესტთან ერთად, გრძელდება გაყალბების ფაქტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის გადაცემა და კოორდინაცია პრეზიდენტთან, რომ არალეგიტიმური არჩევნების აღიარება დასავლეთში არ მოხდეს.

აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.