ოპოზიციური პროდასავლური კოალიციები დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

პოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მხარდამჭერეს აქციამდე ვაგზლის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია.

აქციამდე, 5 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში.

ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მოუწოდებს მხარდამჭერებს და საქართველოს მოქალაქეებს, აქციამდე შეიკრიბონ ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17.00 საათზე, საიდანაც მოეწყობა საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები“,- ვკითხულობთ განცხადებაში.