ორთაჭალაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.