პაკისტანში რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა

Screenshot

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტის რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40-ზე მეტი.

ადგილობრივი პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

„25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ბელუჯების გათვისუფლების არმიამ, სეპარატისტულმა სამხედრო დაჯგუფებამ, რომელსაც ბელუჯისტანის რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობა სურს.

შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:45 საათზე მოხდა.