ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი – მა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს  მიმართა. 

“დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს

 სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს

ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი • Mtavari Arkhi ოპერატორი სერგი ბარამიძე

სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა • Publika ჟურნალისტს მინდია გაბაძეს

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით”,-წერია განცხადებაში.