რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. 

 

ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი,  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიღ დააკავეს 43 ადამიანი. 

 

მედიაში გავრცელებული კადრებით, ძალოვნები მომიტინგეებს დაკავებისას ფიზიკურად უსწორდებიან.

 

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა არაერთი მედიის წარმომადგენელი.

 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.