რუსთავის დიმიტრი უზნაძის სახელობის მე-9 საჯარო სკოლაში “ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონური” ღონისძიება გაიმართა

რუსთავის დიმიტრი უზნაძის სახელობის  მე-9 საჯარო სკოლაში  “ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონური” ღონისძიება გაიმართა. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც გადიან რომანტიკოსების შემოქმედებას – ეს ეპოქა წარმოადგინეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ირმა წაქაძე აღნიშნავს, რომ მე-19 საუკუნის რომანტიზმის ეპოქა გამორჩეულია წინააღმდეგობებით, ახალი ფორმისა და შინაარსის პოეზიით, ხდება ევროპული კულტურის შემოსვლა საქართველოში და სინთეზი აღმოსავლურ და დასავლურ ტრადიციებს შორის. 

მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი და გაითავისეს მე-19 საუკუნის ცნობილი მოღვაწეების ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დიმიტრი ყიფიანისა და  მაიკო ორბელიანის როლები. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოაჩინეს ის პრობლემები, რაც ამ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი და აქტუალურია დღესაც.