დღეს რუსთავის მედიათეკაში პირველი საერთაშორისო ლიტერატურულ-შემეცნებითი კრებულის „ბუნების მეგობრები“-ს პრეზენტაცია გაიმართა.
იდეის ავტორი და რედაქტორი: რუსთაველი მწერალი, პოეტი – მადონა დვალია, რომელმაც დააფუძნა დედაბუნების მეგობართა საერთაშორისო საზოგადოება – „ადამიანი“ და აქტიურად მუშაობს ეკო ცნობიერების ამაღლების კუთხით.
კრებულში გაერთიანებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატვრული თუ ფილოსოფიური ლიტერატურული შედევრები, პოეტური ნამუშევრები, რომელიც ეხმაურება დედამიწის ეკოსისტემის, პლანეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს.
საერთაშორისო ჟურნალი “ბუნების მეგობრები” პირველი ლიტერატურული კრებულია, რომელიც დედამიწის დაცვას ეძღვნება.
ის პოეზიის, ლიტერატურის ენით ეხმიანება პლანეტაზე მიმდინარე ეკოლოგიურ პრობლემებს, კლიმატურ ცვლილებებს, მიუსაფარ ცხოველთა თემატიკას.
პრეზენტაცია წარადგინა ამირან ჯანჯღავამ – დედაბუნების მეგობართა საერთაშორისო საზოგადოება – „ადამიანი“ წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.