რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების ყველა ფილიალს ახალი სათამაშოები გადაეცა.
შეძენილია 250 ათასი ლარის, 61 სახეობის სათამაშო.
სათამაშოების შესყიდვის პროცესში გათვალისწინებული იქნა არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები.
შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული.
რუსთავში ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსება-განახლების პროცესი ამით არ დასრულდება და 2024-2025 სააღმზრდელო წელს კვლავ იგეგმება.