რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი დასრულდა – დასკვნით საღამოს რუსთავის დიდ სცენაზე სოხუმის თეატრი სპექტაკლით “მარტორქები” წარსდგა

კომედიის თეატრალური ფესტივალი დასრულდა.

კომედიის რიგით მე-10  თეატრალური ფესტივალი რუსთავის თეატრში 11 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა და მაყურებელს 24 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია  და  რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.  

კომედიის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, წელს დაწესდა ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის  პრემია, რომელიც ორ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან კოკო როინიშვილს და სოხუმის თეატრიდან ვანიკო თარხნიშვილს გადაეცათ. 

მთლიანობაში ფესტივალის ფარგლებში 11 წარმოდგენა დაიდგა. 

ფესტივალის პირველ დღეს სპექტაკლი ხულოს თეატრმა წარმოადგინა.

ხოლო დასკვნით დღეს ფესტივალი სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის და თეატრის განვითარების ფონდის ერთობლივი სპექტაკლით “მარტორქები” დაიხურა.

ამასთან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართა, რომელში მონაწილეობაც სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლოთ. 

წელს კონკურსში ორი ახალგაზრდა რეჟისორი მონაწილეობდა.  მათ კონკურსის ფარგლებში კომედიური ჟანრის ეპიზოდები, ეტიუდის სახით წარმოადგინეს. კონკურსანტები სპეციალურად შერჩეულიმა ჟიურიმ შეაფასა და აღნიშნულ კონკურსში ტარიელ კუბლაშვილმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის რეპერტუარში გასული წლის გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორ თეიმურაზ დვალის,  სპექტაკლი – „ვახშამი ექვსისთვის”  შევიდა.