რუსთავში კომედიის რიგით მე-10 თეატრალური ფესტივალი იწყება!
11 დან 24 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეოთხედ გაიმართება.
ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება. რიგით მე-10 ფესტივალი 11 ნოემბერს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე ტრადიციულად საზეიმოდ გაიხსნება. ამავე დღეს სპექტაკლს წარმოადგენს ხულოს თეატრი. სულ ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს 11 წარმოდგენის ნახვა შეეძლება. ამასთანავე წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოდგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით. კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებული ფესტივალის დახურვაზე გამოვლინდება. გასული წლის გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. სწორედ მისი დადგმული სპექტაკლი ,,ვახშამი ექსვისთვის“ ამჯერად უკვე კომედიის ფესტივალში რეპერტუარში შევა. კომედიის თეატრალურ ფესტივალზე გასულ წელს, 3 საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი გამოვლინდა, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში სპექტაკლის დადგმა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ. ასევე ფულადი პრიზით დაჯილდოვდა მსახიობი ვატო სანიკიძე.
კომედიის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, წელს დაწესდება ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემათ.
რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, კომედიის თეტრალური ფესტივალის მონაწილეები იქნებიან:
11 ნოემბერი – ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი – ,,სიყვარულის აგონია“ რეჟ: კოტე აბაშიძე
12 ნოემბერი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ,,ცუდი ბიჭები“ – რეჟ: ანი ხიდეშელი.
13 ნოემბერი – ახალციხის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ,,გაუგებრობა“ რეჟ: მალხაზ ასლამაზიშვილი
15 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – ,,კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ – რეჟ: სოსო ნემსაძე
16 ნოემბერი – ქალაქის თეატრი – ,,კობა“ – რეჟ: კოკო როინიშვილი და გიორგი კიკნაძე
18 ნოემბერი – სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი – ,,დეპუტატი დრამატურგი“ – რეჟ: მიხეილ მრევლიშვილი
19 ნოემბერი -აზერბაიჯანის თეატრი – ,,მომკალ მომკალ ჩემო კარგო“
20 ნოემბერი – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ,,სათაგური“ – რეჟ: ოთარ ბაღათურია
21 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – ,,ვახშამი ექსვისთვის“ – რეჟ: თეიმურაზ დვალი
22 ნოემბერი – კონკურის ახალგაზრდა რეჟისორებისთვის
23 ნოემბერი – რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი – ,,ძალად ექიმი“ – რეჟ: გიორგი ქანთარია
24 ნოემბერი – კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ,,მარტორქები“ – რეჟ: ზურაბ გეწაძე.